“ვივა მედის” კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე:
“რაც შეეხება პაციენტის მდგომარეობას, თვითონაც აღნიშნეს, რომ რაიმე განსაკუთრებული გაუარესება რაც თვითონ ნახეს ბოლო პერიოდში, ეს იქნება მაგალითად ნევროლოგიური სტატუსი, არ აღენიშნება პაციენტს, პაციენტს გადაადგილება შეუძლია, შეუძლია დამოუკიდებლადაც გარკვეულ მანძილზე, მაგრამ ნუ იყენებს დამხმარე საშუალებასაც. ჩვენ ამიტომ გვყავდა მოწვეული სპეციალისტი, რეაბილიტოლოგი, რომელიც ატარებდა შესაბამის პროცედურებს, რომ კიდევ უფრო გააქტიურებულიყო, ეს ხელს უწყობდა თუნდაც კუნთოვანი მასის განვითარებას, მოძრაობაში გააქტიურებას და ასე შემდეგ, სამწუხაროდ პაციენტმა იცით თქვენ, რომ უარი განაცხადა ამ პროცედურების გაგრძელებაზე. ჩვენ გვყავდა სპეციალისტი მოწვეული არაერთხელ, რომელმაც ასევე დააფიქსირა ჩაკეტილ სივრცეში ყოფნის შეუგუებლობა და ეს არის რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორი”
კომენტარები