„ალიას“ დაუკავშირდა თამუნა მგელაძე–ხორავა, რომელმაც მისი და მისი ოჯახის ისტორია გაგვიზიარა. როგორც ამბობს, მშობლებს, რომლებიც მის მდგომარეობაში არიან ან შესაძლოა მომავალში აღმოჩნდნენ, ძალიან დაეხმარებათ მისი გამოცდილება:
„15 წლის ასაკში, ჩემი შვილი ველოსიპედიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. დასჭირდა ოპერაციული ჩარევა. პოსტ ოპერაციულ პერიოდში დაუქვეითდა მარცხენა ხელის ფუნქცია და თითებს ვერ ამოძრავებდა. დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა რომ დაზიანებული იყო სხივის ნერვი.
დავიწყეთ ნეიროქირურგის მოძებნა და მრავალი ადამიანის რჩევით თურქეთში მკურნალობა გადავწყვიტეთ. თურქეთის სამ კლინიკაში გადავაგზავნეთ სამედიცინო დოკუმენტაცია და პასუხი იყო ერთი – სჭირდებოდა ოპერაცია, რომლის დროსაც მოხდებოდა გადანერგვა მისივე ფეხიდან ამოღებული ნერვის. ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, ბავშვს ზედა კიდური უკვე დაზიანებული ჰქონდა, ახლა ქვედა, საღი კიდური უნდა გაეჭრათ, რაც ფეხის ფუნქციის დაქვეითებას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ერთი ოპერაციის ნაცვლად, ორი ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო.
პარალელურად, საქართველოშიც გავაგრძელე ნეიროქირურგის ძიება. ნიუ ჰოსპიტალსში ახალგაზრდა ექიმი, რუდიკო ჯიგანია მირჩიეს, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო საზღვარგარეთიდან, სადაც პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა.
რუდიკო ექიმმა გვითხრა, რომ ერთი ოპერაციით შეძლებდა დაზიანებული ნერვის აღდგენას, ფეხიდან გადანერგვის გარეშე. პირველივე ვიზიტზე, ჩემი შვილი ისე სწრაფად შევიდა კომუნიკაციაში, ისეთი ნდობა გაუჩნდა მის მიმართ, მითხრა – სხვა ექიმს აღარ განვიხილავო. პაციენტსა და ექიმს შორის კავშირი და ნდობა, ერთ–ერთი მთავარი ფაქტორია მკურნალობის პროცესში. იმდენად ადამიანური იყო, უშუალო, ისე სწუხდა და უხაროდა ჩვენთან ერთად, უსაზღვროდ მადლიერნი ვართ მისი.
აქვე ვიტყვი, რომ ზოგადად, გარემო “ნიუ ჰოსპიტალსში” ძალიან სასიამოვნო, მეგობრული და პაციენტზე მორგებულია. არ გიწევს რიგებში დგომა და ნებისმიერი სახის კვლევები ადგილზე, ერთ სივრცეში კეთდება.
ჩემს შვილს ჩაუტარდა ოპერაცია და დაიწყო რეაბილიტაციის პერიოდი, რომელსაც შიშით და იმედით ვუყურებდით. ასეთი რთული დაზიანების დროს რეაბილიტაციის პერიოდიც ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოხდა კიდევ ერთი სასწაული, თვენახევარში თითების დამორჩილება დაიწყო და ორ თვეში სრულად აღიდგინა ხელის ფუნქცია.
რატომ გიყვებით ამ ყველაფერს? მე ვიცი, როგორც მშობელმა, რა გამოვიარე სანამ რუდიკო ექიმამდე მივიდოდი, რა მდგომარეობაში ვიყავი თურქეთის კლინიკებიდან მიღებული პასუხების შემდეგ, როგორი რთული იყო სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა…“
“ალია“ დაუკავშირდა “ნიუ ჰოსპიტალსის” ნეიროქირურგს, რუდიკო ჯიგანიას:
– შემთხვევა იყო რთული. დაზიანებული იყო სხივის ნერვი, გამშლელი კუნთები, ხელს ზემოთ ვერ სწევდა, მტევნის ფუნქციაც დაზიანებული იყო. გარდა ამისა, ასეთი ტიპის ტრავმა ადამიანებში და განსაკუთრებით მოზარდებში იწვევს დათრგუნვას და გარდა ფიზიკური შესაძლებლობის დაქვეითებისა, დროთა განმავლობაში ჩნდება ფსიქოლოგიური ტიპის პრობლემებიც.
როცა პაციენტი გავიცანი, რასაკვირველია, მაშინვე ვთქვი, რომ ჩავატარებდი ოპერაციას მხოლოდ ხელზე. პრაქტიკაში მქონია დონორი ნერვის ოპერაციები, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, სადაც შეიძლება დაზიანებული ნერვის გამოყენება, იქ დონორი ნერვი არ უნდა იქნას გამოიყენებული. დონორი ნერვის გამოყენება ბოლო გზაა, რადგან ბევრად დაბალ შედეგს გვაძლევს, ვიდრე დაზიანებული, ადგილობრივი ნერვის აღდგენა. გარდა ამისა, უნდა დააზიანო მეორე, ჯანსაღი კიდური, რაც ასევე უდიდესი პასუხისმგებლობაა – დარწმუნებული უნდა იყო, რომ ყველა სხვა გზა უკვე ნასინჯი გაქვს.
– თქვენს ორ პაციენტს ვესაურე და ორივე შემთხვევაში გვიან აღმოაჩინეს, რომ საჭირო იყო ნეიროქირურგის ჩარევა. მოტეხილობის შემთხვევაში, მყისიერად რატომ არ ხდება შესაბამისი მკურნალობა?
– გეთანხმებით, საჭიროა სპეციფიური კვლევები და სპეციალისტის ჩართულობა. თუ პაციენტს არ აღუდგა ფუნქცია ქირურგიული ჩარევიდან 2 – 4 კვირაში, მან უნდა მიმართოს ნეიროქირურგს. საჭიროა ელექტრონეირომიოგრაფია, ნერვის ექოსკოპია, რათა შეფასდეს მდგომარეობა, თუ რა სახის დაზიანებაა. თუ ამ კვლევებმა არ გვაჩვენა მიზეზი, შემდეგ უკვე მოდის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც შედარებით ნატიფი და ზუსტი კვლევაა. ნიუ ჰოსპიტალსში, შესანიშნავი გუნდის გარდა, ძალიან კომფორტული გარემოა პაციენტისთვის – აქ ყველა კვლევის ჩატარება მაღალტექნოლოგიური, უახლესი აპარატურით არის შესაძლებელი. ნერვის ექოსკოპიას არაჩვეულებრივი ექიმი რადიოლოგი, ლელა ბაინდურაშვილი აკეთებს, ჩვენი ანეზთეიზოლოგი, თამთა დარსალიას დახმარებით კი, რომელსაც ისრაელში 5 წლიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება აქვს, შეგვიძლია რთული ქირურგიული მანიპულაციის რეგიონალური ანესთეზიით გაკეთება. ამ შემთხვევაშიც, პაციენტის მხოლოდ ზედა კიდური იყო გათიშული და ოპერაციის მსვლელობისას ვსაუბრობდით კიდეც.
ნიუ ჰოსპიტალსში შესაძლებელია ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება. დიაგნოზის დასმის შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე ხორციელდება ნებისმიერი სირთულის ქირურგიული მანიპულაცია. ყველა სამედიცინო სერვისის ერთ სივრცეში მიღების შესაძლებლობა ძალიან კომფორტულია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.
ხშირად ურჩევენ პაციენტებს, სამედიცინო მომსახურება თურქეთში, ევროპაში და ა.შ. მიიღონ, მაშინ როცა ქართველი ექიმები საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებით ვბრუნდებით საქართველოში, რათა აქ, ჩვენს ქვეყანაში შემოგთავაზოთ საერთაშორისო სტანდატრის მკურნალობა.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, არაფერია იმაზე სასიამოვნო, როცა ხედავ შედეგს და ხვდები რომ კიდევ ერთ ადამიანს გაუუმჯობესე ცხოვრების ხარისხი და დაუბრუნე სრულფასოვანი ცხოვრება.
https://www.newhospitals.ge/ka/doctor/rudiko-jigania_ka/
კომენტარები