კირცხის №2 საჯარო სკოლის დირექტორი, მაცი ჯალაღონია, სოციალურ ქსელში, წერს:
“იმის ნაცვლად რომ ამ გაურკვევლობაში ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ, ზოგიერთი უზნეო ადამიანი ცილს სწამებს და ჩირქს სცხებს რისკის პირობებში მოღვაწე პედაგოგებს, ინფიცირებულები დადიან სამსახურშიო.
ამას სავარაუდოდ ისინი იძახიან, ვისაც ბოღმა და შური ამოძრავებს, ან ისინი, რომელთაც თავიანთი უსუსურობის გადაფარვა სურთ.
ჩვენ სიცოცხლეს ვრისკავთ, იმიტომ რომ ბევრი ჩვენი მოსწავლე არაა უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნიკით და დისტანციური სწავლების პირობებში მათთან კომუნიკაციას ვერ შევძლებთ. ზოგიერთი თქვენგანი კი იმის ნაცვლად ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდეს, ანონიმური ზარების განხორციელებითაა დაკავებული.
როგორც ყველა ადამიანი, ისე მე და ჩემი კოლეგებიც არ ვართ უნიკალურები, მაგრამ ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობთ ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი დაკარგული თაობა არ მიიღოს.
მე დღეს ყველაზე მეტად ვართ სოლიდარული ჩემი კოლეგების მიმართ და ნუვინ შეეცდება მათი ღირსების შელახვას. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა იდგნენ საღად მოაზროვნე ადამიანები…”
კომენტარები