პედაგოგი, ნინო მესხორაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გსურთ, რომ ხანდაზმული მასწავლებლები, რომელთაც სკოლაში მუშაობის 35-40-წლიანი სტაჟი აქვთ, პენსიაზე გაუშვათ?
კი, ბატონო, გავალთ, მხოლოდ მაშინ, თუ დაგვინიშნავთ მაღალ პენსიას (მგონი, ვიმსახურებთ), განსხვავებულს სხვა პენსიონერებისგან.
წინააღმდეგ შემთხვევაში ვიქნებით სკოლაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ოღონდ მოგიწევთ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობების შესრულება:
1) უფასო წამლები.
2) უფასო სამედიცინო მომსახურება.
3) ყურის აპარატი, სათვალე, კბილების პროთეზი – ესეც უფასოდ.
3) ზაფხულში მარაო (ცხადია, უფასოდ), ზამთარში რადიატორთან ჯდომა, ფუმფულა სავარძელში. (ვაიდა ჩაგვეძინოს, სკამიდან რომ არ გადმოვვარდეთ)
4) უფასო მგზავრობა.
5) სკოლის ავტობუსამდე ან საზ. ტრანსპორტამდე მისასვლელად ერთი ადამიანის გამოყოფა.
6) არდადეგებზე ორკვირიანი კურორტი მთაში და ზღვაზე.
7) ახალგაზრდა სტაჟიორი სილაბუს-მილაბუს-თემატურ-სქემატურ-ჟურნალ-გაზეთების შესავსებად.
ეს არის ჩემი მოკრძალებული მოთხოვნა.
სამი წლის წინ დამიწერია და ვერაფერს დავამატებ. თქვენ, მასწავლებლებო?
კომენტარები