სოციალური გვერდი, “ჩემი ქალაქი მკლავს”, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა პეკინის გამზირზე დაშავებულთა მდგომარეობა ჩვენთვის უცნობია.
პეკინის გამზირზე ეს ავტომობილი ტროტუარზე მდგომ 2 ადამიანს და შემდეგ ავტობუსს დაეჯახა. დაშავებულები გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში. თვითმხილველთა თქმით, მძღოლი კითხულობდა აუნაზღაურებდა თუ არა დაზღვევა ზარალს
კანონის გამკაცრებით და აღსრულებით მივიღებთ შედეგს, სხვანაირად ჩვენ ყოველდღიურად ერთმანეთს ვკლავთ”
კომენტარები