სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 9 იანვარს PCR ტესტირება N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 763 მსჯავრდებულს ჩაუტარდა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ტესტირების შედეგად, COVID 19-ის არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლინდა.
„პრევენციის მიზნით, მოცემულ დაწესებულებში 14 დღის შუალედით სისტემატურად ჩატარდება მსჯავრდებულთა PCR ტესტირება, რათა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდეს, როგორც ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიურ PCR ტესტირებას და ტესტების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კომენტარები