,,პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი და არის უსინდისობა” – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მის პირად ექიმს პროცედურული საკითხების დარღვევის გამო არ უშვებენ.
ბექა ბასილაია
მათ განაცხადეს, რომ ყოველ ჯერზე უნდა დაიწეროს ახალი განცხადება, ამ კვირაში უკვე დაწერილია და დღეს უკვე მესამე განცხადება დაიწერა ვიზიტთან დაკავშირებით, მითითება იმაზე, მთელი თვის განმავლობაში შესვლას რატომ ვითხოვთ და ან ყოველდღიურ შესვლას რატომ ვითხოვთ, ამით განცხადების დახარვეზება ეს ბიუროკრატიული ლაფსუსიც კი არ არის, ეს უსინდისობაა – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, სააკაშვილის პირადი ექიმის რუსთავის საპატიმროში არშეშვების მიზეზად პენიტენციური სამსახური განცხადების არასწორად დაწერის ფაქტს ასახელებს.
კომენტარები