ამერიკულმა არმიამ დაიწყო ექსპერიმენტული ხელოვნური ინტელექტის სისტემის ტესტირება, რომელიც მომავლის წინასწარმეტყველებისთვის შეიქმნა. ამის შესახებ გამოცემა Science alert. წერს.
გამოცემის თანახმად, პენტაგონმა ტესტირების სერიას სახელწოდება Global Information Dominance Experiments (GIDE) მიანიჭა.
ტესტირების ფარგლებში ხელოვნურ ინტელექტში მსოფლიოს მასშტაბით არსებული მრავალი ინფორმაცია ჩაიტვირთა. მათ შორის, სატელიტური სურათები, დაზვერვის მონაცემები, რადარები და ა.შ.
ტესტირება ემყარება სხვა სახელმწიფოების ნაბიჯების წინასწარ განსაზღვრას მანამ, სანამ ეს ქვეყნები რაიმეს მოიმოქმედებენ. შესაბამისად, ეს საშუალებას მისცემს აშშ-ს აუცილებელი ზომები ჯერ კიდევ სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე მიიღოს.
რასაკვირველია, სამხედროები დეტალურად არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ მუშაობს GIDE ან როგორ დამუშავდება მის მიერ მიღებული ინფორმაცია.
აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალმა გლენ დ. ვან ჰერკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროგრამის გამოყენება გამოიწვევს კონფლიქტების დეესკალაციას და არა პირიქით.
კომენტარები