რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს, რომლის თანახმადაც კრემლის ლიდერს უკრაინაში ომის მიმდინარეობაზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
“ჩვენდა სამწუხაროდ არც სახელმწიფო დეპარტამენტს, არც პენტაგონს არანაირი რეალური ინფორმაცია არ გააჩნიათ იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება კრემლში. მათ უბრალოდ არ ესმით რა ხდება კრემლში, არ ესმით როგორ მუშაობს პრეზიდენტი პუტინი, არ ესმით როგორ მიიღება აქ გადაწყვეტილებები, არ ესმით როგორია ჩვენი მუშაობის სტილი.
ეს ძალიან სამწუხაროა, ეს ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასეთი გაუგებრობას და მცდარ მოსაზრებებს ხშირად ცუდი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა პესკოვმა ტასის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
კომენტარები