სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე, რომელმაც სასამართლოს მიერ დაწესებული, 5 დღიანი სასჯელი, სამებაში, სტალინის გამოსახულებისათვის საღებავის შესხმისთვის, ცოტა ხნის წინ მოიხადა, სოციალურ ქსელში, წერს:
დმი-ს მენიუზე:
ყველაზე უფრო მენატრებოდა დილას კარგი პრეს ყავა და ერბოკვერცხი.იქ რო “პერედაჩები” არ იყოს, მძიმედ დაავადებული გამოხვალ თუნდაც 5 დღიანი ასეთი კვების გამო.ნუ “პერედაჩების” მოწოდება ცალკე მეცნიერებაა, რა გაივლის ცენზურას და რა არა.მომზადებული სადილები კონტეინერში – არა.ხაჭაპურებს ჭყლეტენ თითებით, შიგნით დანა ან რამე არ იყოს ჩამალული. ავოკადო, ტყლაპი, ჩირები არ შემოუშვესდმი-ს მენიუდან ყველაფერი გავსინჯე. სულ 3 კერძია, მთელი წელი, ყოველდღე და სხვა არაფერი.-რუსული წარმოების სწრაფი სუპი (დორშირაკი თუ რაღაც)-სააააშინელი, ჩაქონილი ტუშონკა ჯამში. ყოველგვარი საკმაზის და ბოსტნეულის გარეშე. გაცხელებული მოაქვთ.-ე. წ. პაშტეტიო, არადა ცივ და ჩანგლით დაჭყლეტილ ტუშონკას გავდა, ქონი მეტი იყო, ვიდრე “ხორცი”ამ ყველაფერს ახლავს მთელი ბუხანკა პური.და 1 ჭიქა ჩაი დღეში. არანაირი ყავა. და მარტო ჩაი მინდოდა ამათგან, მაგრამ 1 ჭიქაზე მეტი არ გეკუთვნის დღეშიო.პ. ს. ვეგეტერიანელებს რას თავაზობთთქო (სპეციალურად არ ვკითხე მარხვაზე) და სუპს, მაგრამ ფხვნილებს არ ვყრითო
პ. პ. ს ჭურჭელი ვერცხლისფერი მეტალის.
კომენტარები