კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლას და არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ამასთან, რუსი მაღალჩინოსანი ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა.
რაც შეეხება არჩევნებს, ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენ ვხედავთ დაუფარავ მცდელობებს დასავლეთის ქვეყნებიდან, ზეწოლა მოახდინონ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და იქონიონ პირდაპირი, აშკარა გავლენა საარჩევნო კამპანიის შედეგებზე. ჩვენ არანაირი სახით არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეში და არ ვაპირებთ ამის გაკეთებას,– თქვა კრემლის პრესსპიკერმა.
კომენტარები