მამა პეტრე კოლხი პატრიარქის ბრძანებას აქვეყნებს და წერს:
,,ძვირფასო სასხორელებო, ნიჩბელებო და მეგობრებო, მადლობა ყველას, ვინც მხარში დაგვიდექით და ჩვენი დიდებული ტაძარი ფეხზე წამოაყენეთ…. ჯერ ბევრია საშრომი, მაგრამ მთავარია წირვა-ლოცვა აღევლინება…
მარტო ვერაფერს შევძლებდით… ყველა თქვენგანი თანამონაწილე ხართ ამ დიდებული წამოწყების და ეს მართლაც საშვილიშვილო საქმეა…
არც თუ ისე შორეულ წარსულში ტაძრის მდგომარეობა უმძიმესი იყო… დღეს, ამ მოკლე ხანში უამრავი მრევლი და მომლოცველი ყავს…
უწმინდესის ბრძანების თანახმად, ამ ტაძარში ვარ დადგენილი…
ამის გარდა, დღეს ტაძარს გადმოეცა ოდიკი, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივი წირვა-ლოცვა ჩატარდება და უწმინდესის კურთხევით ტაძარს სექტემბრის დასაწყისში აკურთხებს ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი…
გიზიარებთ ჩემ სიხარულს და თქვენც ბევრი სიხარული გქონდეთ…
მანამდე კი, ფერიცვალებისთვის, 18 აგვისტოს ღამისთევის წირვა ჩატარდება…
ამასთანავე, ამ დღეს ჩემი მღვდლადკურთხევა არის, კურთხევიდან 16 წელი სრულდება…
ვისაც სურვილი გაქვთ, გელით…
მრავალ დღესასწაულებს დაესწარით!…
მადლობა!..”
კომენტარები