ფარმაცევტული კომპანიები Pfizer და BioNTech აცხადებენ, რომ კვლევების მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მესამე, ბუსტერ დოზა კორონავირუსის ომიკრონ ვარიანტს ანეიტრალებს.
ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის მწარმოებლების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაიზერის ორმა დოზამ გამანეიტრალებელი ანტისხეულების მნიშვნელოვნად დაბალი რაოდენობა გამოიწვია, მაგრამ მესამე დოზამ მათი რაოდენობა 25-ჯერ გაზარდა.
ამასთან, კომპანიები აცხადებენ, რომ ომიკრონ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ახალი ვერსია მზად 2022 წლის მარტისთვის იქნება.
კომენტარები