საქართველოში “ფაიზერისა” და “მოდერნას” ვაქცინების დიდი რაოდენობით შემოტანის შანსი, 2022 წლამდე მინიმალურია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემა “იმედის დილაში” განაცხადა.
კულუმბეგოვის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო.
“უსაფრთხოების კუთხით, თავისი თავი უკვე დაამტკიცეს “ფაიზერმა” და “მოდერნამ”, სადაც რეალურად ჩანს, რომ თუ არ ჩავთვლით ალერგიული მოვლენების რისკს, რაიმე განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები, ჯერჯერობით, მათ არ უვლინდებათ და თუ ამ თვალსაზრისით შევხედავთ, უსაფრთხოების ამ სტანდარტით, ისინი უფრო მაღალი უსაფრთხოების ვაქცინებად ითვლებიან, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი ასეთი კონტექსტი, რომელიც მსოფლიო არსებობს. დღეს, მსოფლიოში ვხედავთ, რომ ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ძალიან შეზღუდულია. აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაპაუზდა, სადაც 7 მილიონ შემთხვევაზე, დაახლოებით, 6 თრომბოემბოლიური მოვლენა გამოვლინდა, აქედან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კრიტიკულ სიტუაციაშია და დარჩენილი ადამიანები გამოჯანმრთელდნენ. შესაბამისად, აშშ-ის NCDC-მ გადაწყვეტილება მიიღო, რომ დროებით შეაჩეროს ანუ დააპაუზოს ამ ვაქცინის გამოყენება. ცხადია, ეს პროცესი ჩვენც გვაზარალებს, რადგან აშშ-მა და ბევრმა სხვა ქვეყანამ, რომლებიც Johnson & Johnson-ის ვაქცინის მიმართ გარკვეულ მოლოდინებს იჩენდნენ, კვლავ “ფაიზესა” და “მოდერნაზე” გაზარდეს მოთხოვნა. ჩვენს ქვეყანას ჰქონდა დაპირება, რომ წლის ბოლომდე, 150 ათასი დოზა უნდა მიეღო, მაგრამ, როგორც ვიცით, მათ ოფიციალური წერილი მოიწერეს, ეს ვაქცინა ამოვარდა და საქართველო “მოდერნას” დოზებს ვერ მიიღებს, რადგან ის მწარმოებელს, აშშ-ს სჭირდება. დღეს კაცობრიობამ ვაქცინებზე სამართლიანი ხელმისაწვდომობა ვერ უზრუნველყო – ვერც ჯანმომ და ვერც “კოვაქსმა”. მეც და, დარწმუნებული ვარ, თქვენც, ყველაზე ბედნიერი ვიქნებოდით, “ფაიზერი” და “მოდერნა” რომ გვქონოდა იმდენი, რამდენიც გვინდა, მაგრამ, რეალობიდან გამომდინარე, ამის თეორიული შანსი მინიმალურია 2022 წლამდე” – განაცხადა კულუმბეგოვმა.
კომენტარები