დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ივლისში შემოვიდა და სწორედ ამიტომ მანამდე ორსულების აცრა ვერ მოხერხდა..
“კვლევები არ არის ჩატარებული და წინააღმდეგ ჩვენებაშია, ამიტომ ჩვენ ვერ ავცრიდით ორსულებს ჩინური ვაქცინით. მოგეხსენებათ, ფაიზერის მნიშვნელოვანი დოზები ქვეყანაში ივლისის ბოლოს შემოვიდა, ამიტომაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ დავიწყეთ ორსულთა აცრები”,- თქვა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ორსულებში გაზრდილია. გუშინ, 19 აგვისტოს, კორონავირუსით 33 წლის ექიმი გარდაიცვალა. მას ვირუსი ორსულობის დროს დაუდასტურდა.
და რატომ შემოიტანა სახელმწიფომ ჯერ ჩინური ვაქცინა და შემდეგ ფაიზერი, ამაზე გამყრელიძეს არ უსაუბრია.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, ფაიზერის ვაქცინის მხოლოდ 200 000 დოზის შემოტანა იყო გათვალისწინებული.
კომენტარები