განახლებული პროტოკოლის მიხედვით, Pfizer-ით აცრის ასაკმა 16 წლამდე დაიწია, რაც ნიშნავს იმას, რომ Pfizer-ის შემდეგი პარტიის შემოტანისას, ვაქცინაციაზე დარეგისტრირება 16 წლის ზემოთ პირებსაც შეეძლებათ.
“აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება 2 ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღეს”. – ვკითხულობთ პროტოკოლში.
ამასთან ერთად, ახალი ცვლილებების მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებულებს გამოჯანმრთელებიდან 30 დღეში შეეძლებათ აცრა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობა 6.42%-ია, ბოლო 7 დღის – 5.53%, ბოლო 14 დღის კი – 5.03%.
კომენტარები