აშშ-ში, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი წამყვანი ექიმის ცოლმა ბრიტანულ გამოცემა Dailymail-თან საუბრის დროს განაცხადა, რომ მისი მეუღლე Pfizer-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით გარდაიცვალა. ჰეიდი ნეკელმანის თქმით, მის ქმარს, გრეგორი მაიკლს ვაქცინის მიღებამდე თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებოდა.
ექიმმა ვაქცინა 18 დეკემბერს გაიკეთა, რომლის შემდეგაც იგი 2021 წლის 2 იანვარს მოულოდნელად ინსულტით გარდაიცვალა. ექიმის ცოლის განცხადებით, აუტოპსიის შედეგად დადგინდა, რომ მას ავტოიმუნური დაავადება განუვითარდა, რომელიც სხეულში ანადგურებს თრომბოციტებს, პატარა ფრაგმენტულ უჯრედებს, რომლებიც სისხლის შედედებას უწყობენ ხელს.
ჰეიდის ვარაუდით, სწორედ Pfizer-ის ვაქცინას შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნული ფატალური შემთხვევა- „ იგი ძალზე ჯანმრთელი იყო. არ ეწეოდა, არ იღებდა ალკოჰოლს. ვარჯიშობდა და თევზაობდა, ჯანსაღად ცხოვრობდა. სრულად გამოიკვლიეს და არც სიმსივნური წარმონაქმნები ჰქონდა ორგანიზმში“- აღნიშნა გარდაცვლილის მეუღლემ.
“ალია” შეგახსენებთ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ შეიძლება მსგავსი ტიპის გართულება, ან ფატალური შედეგი გამოიწვიოს, ოფიციალურად არ არის დადგენილი.
კომენტარები