კომპანია Pfizer-მა ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენების თაობაზე მონაცემები წარუდგინა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა ძლიერ იმუნურ პასუხს იწვევს.
20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.
კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.
მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.
წყარო – “იმედი”
კომენტარები