კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი, ამერიკული კომპანია “ფაიზერი” აცხადებს, რომ წლის ბოლოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების წარმოებას გეგმავს.
ფაიზერის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს აბის მიღება კოვიდ-19-ის დადასტურების შემდეგ სახლშივე შეეძლებათ და მათი კლინიკაში მკურნალობა საჭირო აღარ იქნება. ალბერტ ბურლამ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ანტივირუსული მკურნალობა ეფექტური იქნება ვირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ.
ორშაბათს “ტელეგრაფმა” განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელგიაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ აბებით მკურნალობის საცდელი პერიოდი მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას ზრდასრული მონაწილეები იღებენ. CNBC-სთან ინტერვიუში აღნიშნული “ფაიზერის” აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა. როგორც ბურლა აცხადებს, კომპანია ანტივირუსული პრეპარატის ორალური გზით მიღებას ანიჭებს უპირატესობას, რადგან გაცილებით მოსახერხებელია და არ საჭიროებს საავადმყოფოებში გადაყვანას და ზედმეტ დანახარჯებს.
კომენტარები