მწერალი, ლუკა ბაქანიძე:
“იუთუბიზე სექს პისტოლზს ვაღრიალებ ხმამაღლა, დინამიკებში მაქ გაშვებული. გავედი ოთახიდან, სარეცხი გავფინე, შემოვედი და ამასობაში რაღაც ეშმაკის მანქანებით გადასულა ასტუდიოზე და ქეთა თოფურიას ვაჯღავლებ თურმე რუსულად. ვეცი, გამოვრთე და მესმის, ქუჩაში ვიღაც იგინება. გავხედე – ფანჯრის წინ ტიპი დგას და მაგინებს – შენი რუსაკიო, ჩაუწიე მალე თორე ამოვედი და გაგჭერი ტორტივითაო. მე ვუღიმი. რას მიცინი ბიჭო, რეებს უსმენ მე შენიო, აღარ გავიგო აქა ქეთები და პუტინებიო. მე ისევ ვუღიმი და სიხარულის ცრემლიც წამომცვივდა ვგონებ. ის აგრძელებს, ოღონდ ცოტა შეჩქვიფებული ( სულ მინდოდა სადმე ეს ზმნა გამომეყენებინა და ჰა – გავისწორე ) ხოდა ეგრე, აწი წესიერ მუსიკას აუწევ, თუარადა აქაური ვარ და მაინც გავიგეფო. და ბედნიერი ვეუნები: შენა ხარ ბიჭო ჩემი ძმა. ამო კაი ჭაჭა მაქ! გაჩუმდა მიყურა და წავიდა. გიჟების ასმეთაური ვეგონე უეჭველი. მეკი პატრიოტულ ხასიათზე დავდექ და რობი კუხიანიძის, ჩვენი ძმის დიმპიტაური შევიყვანე ბოლოხმაზე.”
კომენტარები