ანალიტიკოსი, ბუკა პეტრიაშვილი:
#bუკაdეილიnიუსი მოგესალმებათ ცხელ-ცხელი ამბებით! გუშინ ღამე კიევის, სუმის, დნეპრის და ხარკოვის ოლქებში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. ჩვენების ჰსთ ძალებმა 11-დან 10 ირანული შაჰედ-136 ტიპის დრონი ჩამოაგდეს! საინტერესო მოვლენას ჰქონდა ადგილი კიევის თავზე! ამ წუთის მდგომარეობით საუბარია მეტეორზე, რომელიც ჩამოვარდა კიევის ტერიტორიაზე, რასაც მსხვერპლი და ნგრევა არ მოყოლია!
გერმანიამ მეორე ირის-ტ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაც გადასცა უკრაინას! ძალიან ჭირდებათ ჩვენებს ჰსთ!
აშშ-მ გუშინ ახალი 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა! მასში შედის 155 და 105 მმ-იანი ჭურვები, რაკეტები ჰაიმარსებისთვის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები და ჭურვები, ტყვია-წამალი ცეცხლსასროლი იარაღისთვის და და სხვა.
გუშინ ასევე უკვე უკრაინაში გამოჩნდა ამერიკული ჯავშანმანქანა მ2 ბრედლი.
გზაშია ესპანეთიდან ლეოპარდ 2 ტანკები და ჯავშანმაქანები.
იყრის მთელი დახმარება კონტრშეტევის წინ უკრაინაში თავს.
ხვალ რამშტაინის შეხვედრა გაიმართება გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე, სადაც უკრაინული მხარე უფრო მეტ ჰსთ სისტემებისთვის რაკეტებს და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს მოითხოვს. ცხადია კვლავ განიხილება თვითმფრინავების საკითხიც, მაგრამ ფაქტია, რომ მასშტაბურ კონტრშეტევას ისინი ვერ ჩამოუსწრებს.
საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეამ პირველად რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღიდან განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში მიაწვდის საბრძოლო მასალებს და შეიარაღებას უკრაინას (ჭურვები, ჭურვები, ჭურვები ჩქარა!)
გარკვეული მოქმედებები, ანუ დაზვერვა ბრძოლით, სუსტი ადგილების გამოვლენა და მცირე ჯგუფებით კონკრეტულ მიმართულებებზე ნიადაგის მოსინჯვა უკვე დაწყებული აქვთ ჩვენებს. ცხადია, არავინ იტყვის, როგორი ტიპის იქნება ეს კონტრშეტევა და მითუმეტეს, სად და როდის დაიწყება.
არ დაგვავიწყდეს, რომ ამინდიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ნიადაგი უნდა იყოს საკმარისად მშრალი, რომ 40 და 60 ტონიანმა მძიმე ტექნიკამ შეუფერხებლად იმოძრავოს!
“ხელი არ შევუშალეო”, პუტლერმა თუ მისმა ორეულმა ასე უპასუხა კითხვას, რატომ უფრო ახლოს არ მივიდა ფრონტის ხაზთან.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი დანილოვი ირწმუნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნამდვილად ორეული იყო.
არ ვიცი, ეს ორეულების თემა რამდენად რეალურად აქტუალურია, მაგრამ ფაქტია: პუტლერი ვერ ჩადის 27 აპრილს თურქეთში, ატომური ელექტროსადგურის “აქქუიუს” გახსნაზე, სადაც რუსული გამდიდრებული ურანი გამოიყენება. არადა, ერდოღანს ენდობა, თან თურქეთი არ არის რომის სტატუტის წევრი. ეს მართლა ბუნკერის ჯუჯა ესა. უკვე გავრცელდა ხმები, რომ ზაფხულში სამხრეთ აფრიკაშიც არ წავა ბრიქსის სამიტზე. ვნახოთ! ფაქტია, რომ პუტლერის შიშს განსაკუთრებით დიიიიიიდი თვალები აქვს. 2 დღეა მავიწყდება დაწერა და მთელი რუსეთის მასშტაბით, მათ შორის მოსკოვშიც, უკვდავი პოლკის მარშები გაუქმდა. საერთოდ, 9 მაისისთვის რა იქნება და როგორ მოსკოვში (და არა მხოლოდ მოსკოვში), კაცმა არ იცის, თუმცა ვიღაცამ მაინც რაღაცა იცის…
ფრონტებზე არსებით ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია. ნარჩუნდება უაღრესად კრიტიკული ვითარება ბახმუტის ცენტრში, სადაც რკინიგზის სადგურის მიმდებარედ და რკინიგზის ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები ვაგნერის ორკებთან, ხოლო ჩრდილოეთ და სამხრეთ შემოგარენზე ჩვენები იგერიებენ საჰაერო-სადენსანტო ნაწილების შემოტევებს! ჩვენების მხრიდან გრძელდება მტრის გამოფიტვის ოპერაცია! ძალიან დიდი მისია დაეკისრა ბახმუტს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი როლიც კი შეასრულოს საბოლოო გამარჯვებაში!
ავდეევკასა და მარიინკაშიც იყო მძიმე ბრძოლები, მაგრამ მოწინააღმდეგის რაიმე არსებით წინსვლას ადგილი არ ჰქონია!
კრემინნაშიც ტყის მასივებისთვის მიდიოდა ბრძოლები, ხოლო სვატოვო-ლიმან-კუპიანსკის მიმართლებაზე ძირითადად პოზიციურ ბრძოლებს ჰქონდა ადგილი!
ზაპოროჟის ტოკმაკიდა და პოლოღებიდან გადის მოსახლეობა! არტ დუელებელი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა!
უკრაინა სულ მალე მზად იქნება დიდი შეტევისთვის!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები