მსახიობი თამუნა ლეკვეიშვილი წერს, რომ სახლში პატრული ლამის შეუვარდა:
„ფაქტიურად პატრული სახლში შემომივარდა
სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე-კიბეებზე (კერძო სახლია) თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში.
სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არამარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც
გვაშინებენ? არც მე მეშინია და არც ჩემს ქმარს“
კომენტარები