ანალიტიკოსი, დავით ქართველიშვილი:
“ფარდა დიდი ხანია ავხადეთ, დღეს ტყავის გაძრობის ჟამი დგება. ის, რაც გუშინ უკრაინის მართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რუსეთთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელმა – დავით არახამიამ, საქართველოს და მის ხელისუფლებას აკადრა, ყველა არსებული “წითელი ხაზის” გადაკვეთა ჰქვია. ქართული მეხუთე კოლონის თავის უკრაინელ თანამებრძოლებთან ჩასვლის ისედაც გასაგები მიზეზები – სრულიად გამოაშკარავდა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში – “ბუჩაში სურათების გადასაღებად” ჩასულა თურმე, ბრძანებს არახამია. საქართველოს დღეს კრემლი მართავს – განაგრძობს ის თავის აზრს, რომლის ხელშიც არის უკრაინისთვის მისი ერთგული შვილის, პატრიოტის და “მაღალი თანამდებობის პირის”, მიხეილ სააკაშვილის გადაცემის გასაღები. არა კანონის, არა სასამართლოს, არა ქართული სახელმწიფოს – არამედ კრემლის, რომელიც დღეს თურმე მართავს საქართველოს.
არახამია “იმ ბიზნესმენსაც” (ივანიშვილს) ახსენებს, სად დგას დღეს საქართველო – ანუ, კრემლის მხარეს და სად დგას დღეს საფრანგეთი – სადაც მისი შვილები ცხოვრობენ და ამის გამო მაინც შეშინდეს, მას და მის ოჯახს თუ საქართველსაგან განსხვავებით, “სწორ და კონკრეტულ პოზიციაზე მყოფმა საფრანგეთმა” სანქციები დაუწესა. და ამ რიტორიკის ფონზე, ჩვენმა ორმა ქვეყანამ თურმე “უნდა დაიწყოს იმით, რომ მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს” – დასკვნა გამოაქვს არახამიას.
მე არ ვიცი, რა დასაწყის ხედავს არახამია, მე დასასრულისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი დავინახე. აქ უკვე ქვეყნის პრესტიჟზე და თავმოყვარეობაზე რიტუალურ ცეკვებს აქვს ადგილი და როგორც მინიმუმ, საქართველომ უკრაინიდან შესაბამისი კონსულტაციების მიზნით ელჩი უნდა გამოიწვიოს. მე არ ვიცი, ხვალ მათ ავადმყოფურ თავში რა პარანოიდალური აზრები შემოფრინდება და რომელ “მორიგ” ღალატში დაადანაშაულებენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.”
კომენტარები