ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო კომპანია ,,დიო”-მ ავტომობილით მოსარგებლეთათვის ახალი პროდუქტი – ავტომობილის სალონის საიზოლაციო ფარდა-ტიხარი შეიმუშავა, რომელიც პოტენციურად საშიში ვირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„საიზოლაციო ფარდა-ტიხარი განსაკუთრებით აუცილებელი, ეფექტური და მოსახერხებელია ტაქსებისათვის. ეს პროდუქტი ხელს შეუწყობს ავტომობილის შუა სივრცის სრულ და გამჭვირვალე იზოლირებას და ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადაცემის შეჩერებას. მისი მონტაჟი და დემონტაჟი შესაძლებელია ავტომობილის სალონის დაუზიანებლად. ფარდა-ტიხარის შუა ნაწილში სპეციალური ჭრილის მეშვეობით შესაძლებელია მძღოლთან ფულის / ბარათის გადაწოდება.
ფასი სედანის ტიპის ავტომობილისთვის არის 67 ლარი. ჯიპის ტიპის ავტომობილისთვის 112 ₾ ღირს.
კომერსანტი
კომენტარები