თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში განაცხადა:
“ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იქ, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. ქვეყნის ხელმძღვანელობა ასეთ დროს საჭიროა იმისთვის, რომ დაგეგმოს საორგანიზაციო საკითხები. ჩვენ ჩავედით იქ, მინისტრები, პრემიერი, სრული შემადგენლობით, საპარლამენტო გუნდი, საორგანიზაციო საკითხები 3-4 დღეში მოვაწესრიგეთ, ასე ვთქვათ, რელსებზე დავაყენეთ საორგანიზაციო ჯგუფები და მას შემდეგ ვუწევდით მონიტორინგს. ფარისევლობის მიზნით, რა თქმა უნდა ყოველ დღე არ ჩამოდიოდა ყველა მინისტრი, თუმცა ის მინისტრები ვინც საჭირო იყო და როდესაც იყო საჭირო, ყოველთვის იქ ვიყავით და ჩვენ ძალიან სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ შედეგს რაც ჩვენ გვქონდა იქ, მიცვალებულების მოძიების სამუშაოებს ვგულისხმობ, არ ველოდებოდით. გულწრფელად გითხრათ, ამ მასშტაბის სტიქიისგან, სტატისტიკურადაც რომ გამოვიყვანოთ სხვა სტიქიები თუნდაც საქართველოში, ასეთი შედეგი არ გვქონია ჩვენ. ეს იყო ტრაგედია მთელი ქვეყნისთვის, თუმცა იქ ყველანი ერთად, როგორ შეიძლება მიცვალებულის პოვნა გაუხარდეს ოჯახის წევრს, თუმცა მიცვალებულის პოვნის დროს, ასე ვთქვათ, დამამშვიდებელი ცრემლიც გვდიოდა ოჯახის წევრებთან ერთად”
კომენტარები