ფილოლოგიის დოქტორი, მაკა სახურია:
“ფარმაცევტული კომპანიებისა და სააფთიაქო ქსელების უნამუსობას არ აქვს საზღვარი. ფარმადეპომ რაღაც ბეჭდები შემოიღო. ყოველ 20-ლარიან შენაძენზე 1 ბეჭედი გიგროვდება და ამ ბეჭდებით შეგიძლია მრავალი დასახელების პროდუქტის, მათ შორის ტექნიკის, 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა.
დამიგროვდა ბეჭდები და ვიფიქრე, რამეს შევიძენ-მეთქი. ის წნევის აპარატი, რომელიც მე მინდოდა, არ ჰქონდათ, ხოლო ელექტროჩაიდანი, ბლენდერი და სხვა რამეები რა ფასიანი იყო, ფუი, ეშმაკს! რაის 50%-იანიო… განახევრებული ფასიც საბაზრო ფასის 4-ჯერ გამრავლებული ვარიანტია…
არადა ამ ბეჭდებს გტენიან ვაჭრობისას.
76 ლარის წამლები ვიყიდე და აი, კიდევ 4 ლარისა დაამატეთ და 4 ბეჭედი მოგივათ, გიხვრეტენ ტვინს და ჩვენც ვყიდულობთ, რა გვენაღვლებაააა… ეგ ბეჭდები ქე იცით, სადაც უნდა წაიღოთ და თავი დაგვანებეთ!
თქვენს ოჯახებს არ შეერგება უბრალოდ ასე ხალხის ყვლეფით ნაშოვნი ფულები, ხალხოუ!”
კომენტარები