საქართველოს მთავრობა თხილის მოვლა-მოყვანას დაასუბსიდირებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეა ჩართული ამ სექტორში, თხილის წარმოებაში. სამწუხაროდ, ჯერ ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა წარმოდგენილი. 2017 წლიდან შემოვიდა ფაროსანა, ამან გამოიწვია დიდი კლება თხილის წარმოების, წელსაც მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა შემცირებულია და ფასები დაკლებულია მსოფლიოში მიმდინარე კრიზისიდან გამომდინარე. ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის სუბსიდირების გზით, ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ 20 მილიონ ლარს”
კომენტარები