“ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ მედიას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე გამოკითხეს. მისი თქმით, სუს-მა ის დასანქცირებიდან მეორე დღესვე დაიბარა უწყებაში.
19 სექტემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს. მუხლი დაკონკრეტებული არ ყოფილა.
14 სექტემბერს, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ლილუაშვილის უწყებამ განცხადება 15 სექტემბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიმდინარეობდა საკითხის შესწავლა. ამის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურს საკითხზე ოფიციალური კომენტარი, ან განცხადება აღარ გაუვრცელებია.
კომენტარები