ფოტოკოლაჟი, ტვ პირველი:
ოთარ ფარცხალაძემ, მთელი ქონება შვილის სახელზე გადააფორმა. ცვლილებები საჯარო რეესტრმა დღეს, 20 სექტმბერს ასახა.
დოკუმენტების თანახმად, რომელსაც ტვ პირველის ახალი ამბების სამსახური ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძემ რამდენიმე მილიონის ღირებულების უძრავი ქონება და ბიზნესი შვილს ანდრია ფარცხალაძეს აჩუქა.
ოთარ ფარცხალაძემ შვილის სახელზე გადააფორმა ბინები თბილისში, ოფისი, მიწის ნაკვეთები ტაბახმელასა და წყნეთის შავი სასახლე, ასევე ოფისი, კოსტავს 60 ნომერში.
დოკუმენტებს ხელს პირადად ოთარ ფარცხალაძე აწერს,.
სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს, გამონაკლისის სახით, ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
იუსტიციის სამინისტრომ კი, ასევე 20 სექტემბერს, საღამოს განაცხადა, რომ შეუჩერებს ყოფილ გენ. პროკურორს, საქართველოს მოქალაქეობას.
კომენტარები