სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ სომხეთმა შესაძლოა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) დატოვოს.
ფაშინიანის თქმით, ეს შეიძლება მაშინ მოხდეს თუ ორგანიზაცია თავად დატოვებს სომხეთს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ხელს შეუშლის სომხეთის მცდელობას, სხვა ქვეყნებთან განიხილოს უსაფრთხოების საკითხები.
“მე არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს ОДКБ, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად დატოვებს სომხეთს. სხვა რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ? თუ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ტოვებს სომხეთს, ОДКБ-ს, დე-იურე წევრის სტატუსი მხოლოდ შეგვაფერხებს რომ ჩვენი უსაფრთხოების დღის წესრიგი სხვა ქვეყნებთან განვიხილოთ,” – ამბობს სომხეთის პრემიერი.
მთავარი არხი
კომენტარები