საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე სომხეთში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს ეხმაურება:
„საწყალმა ფაშინიანმა წაგებული ომის მერე დათმო ტერიტორიები და ლამისაა მოკლან. როგორც ამბობენ, სამი დღეა მისი ადგილმდებარეობა არავინ იცის. წარმოიდგინეთ რას უზამდნენ უომრად, მხოლოდ მოლაპარაკებებით, რომ დაეთმო ტერიტორიები. უკვე იმას ვფიქრობ თუკი გაიქცა, სად უნდა შეაფაროს თავი და რა ქვეყნის გავლით. ალბათ ისევ ჩვენგან მოუწევს სადმე ევროპაში გადაფრენა“, – წერს შარაშენიძე სოცქსელში.
ცნობისთვის, სომხეთის დედაქალაქ ერევანში საპროტესტო აქციის გამართვა დღესაც იგეგმება. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.
კომენტარები