შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში ენტონი ფაუჩი შეერთებული შტატების ხელისუფლებას სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს – განცხადება ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა სენატის ჯანდაცვის კომიტეტში გამართული მოსმენის დროს გააკეთა.
ფაუჩის აზრით, თუ შტატები ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებით ფედერალურ მითითებებს არ შეასრულებენ, ვირუსის პატარა კერები კვლავ ეპიდემიად იქცევა. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თქმით, შტატებში 8 პოტენციურ ვაქცინას ცდიან.
„ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან განსაკუთრებით კი ნიუ-იორკში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც ჯანდაცვის სისტემა ძალზე სერიოზული გამწოვევების წინაშე აღმოჩნდა,
შესაძლოა ყოფილიყვნენ ისეთი კოვიდ ინფიცირებულებიც, რომლებიც სახლში დაიღუპნენ. არიან ადამიანები, რომელთა გარდაცვალება კორონავირუსს არ მიაწერეს, რადგან ისინი საავადმყოფოებში არც ყოფილან- ზუსტად არ ვიცი რამდენი პროცენტით, მაგრამ თითქმის დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ დაღუპულთ რიცხვი გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად ვიცით”
კომენტარები