ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო თავის ძმასთან ერთად პარაგვაიში დააკავეს. მიზეზი ყალბი საბუთები გახდა, რომლითაც ფეხბურთელი და მისი ძმა ქვეყნის შიგნით გადაადგილდებოდნენ.
დაკავების ორდერი პარაგვაის პროკურორმა გამოწერა. პოლიციამ იმ სასტუმროს ნომრის ჩხრეკა განახორციელა, სადაც ფეხბურთელი თავის ძმასთან იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია რა სახის სასჯელი ემუქრება რონალდინიოს. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი ძმასთან ერთად საპატიმროს უახლოეს საათებში გირაოს სანაცვლოდ დატოვებს, გამოძიების დასრულებამდე კი პარაგვაის ტერიტორიის დატოვება აკრძალული ექნება.
კომენტარები