ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:
“ფეხბურთის დროს გამოცხადდა განაჩენი.
იცის ქართული “გულისხმიერების” ამბავი “ჩეკამ”, გასული საუკუნის 30 იანი წლებიდან იცის. განაჩენის შინაარსიც და ლოგიკურობაც იმდროინდელია; რუსულ-ჩეკისტური.
ორმა ადამიანმა დაუკარგა თურმე 3500 ჰექტარი მიწა საქართველოს; თუ შეეცადა. თურმე, 3500 ჰექტარი მიწის გასხვისება უცხო სახელმწიფოზე ორი ექსპერტის პრეროგატივა ყოფილა. ორად ორის. და ეს ერს სჯერა; ერს კი არა, ბერსაც. აიღეს და ციხეში ჩასვეს ორი უმწეო, პატიოსანი ადამიანი. რატომაც არა, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის … აგენტობის ხომ “გვჯეროდა” გერმანიის დაზვერვის სასარგებლოდ. არ თქვათ ახლა არაო.
ახლა გამოჩნდება რა სიმაღლეზე მიდის რუსული დაზვერვის იერარქიაში ეს ვერსია და რომელი დონის “ნაჩალნიკის” დავალებას ასრულებთ; რადგან თქვენი ამბავი რომ ვიცი, შეფუცხუნებულები ხართ უკვე პატიოსანი ადამიანების რეაქციით, მაგრამ “დამნაშავეების” გათავისუფლებასაც ვერ ბედავთ ჯერ, წუპაკო მამაძაღლებო, თქვენ!”
კომენტარები