ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა:
“რაც სიმართლე იყო, ის ვუთხარი გამოძიებას და დავაფუქსირე ჩვენებაში. გამომძიებელს რომ უნდოდა ის მეღიარებინა, რაც არ ჩამიდენია, ფეხებით რომ დამკიდონ და დენზე შემაერთონ, არ ვიტყვი. ტყუილში დააჯერეთ შაქარაშვილის ოჯახი და პროცესზე მკვლელი მეძახა. მეც მოვკვდი იმ დღეს და თქვენი ბრალია, რომ გიორგის დედას და საზოგადოებას შეუქმენით იმის განცდა, რომ მართლა მე მოვკალი გიორგი შაქარაშვილი.
აქ იქნება, თუ მერე, დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს და მერე რა პასუხს გამცემთ? როგორ ვცემდი პატარა ბავშვს და მერე ცოცხალ ადამიანს წყალში როგორ გადავაგდები. ამას არაკაციც კი არ გააკეთებდა. 6-დან 10-წლამდე ბავშვების მწვრთნელი ვარ და ჩემი მანქანით მიმყავს ვარჯიშზე და მერე სახლებში ვარიგებ”
კომენტარები