“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ “ოცნება” მის ოჯახის დაშინებას ცდილობს და სწორედ ამიტომ მიადგა მის ძმას, დავით ვაშაძეს, რომლის სასტუმროშიც ფინანსური პოლიცია ქოლ-ცენტრებს ეძებდა.
“ჩემს ძმას ამ შენობაში 10 ნომრიანი სასტუმრო აქვს, ვსო, მეტი არაფერი. ვინც გამოკითხეს, ყველა ამბობს, რომ სრულიად ახალი გახსნილია ეს ცენტრი, როგორც ჩანს იქ. მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს სპეცოპერაცია დაგეგმა სუს-მა, იმიტომ, რომ ამხელა სკანდალის შემდეგ ახლა გახსნილიყო ახალი ოფისები ქოლ-ცენტრების, ხომ წარმოუდგენელია? თვითონ დაგეგმეს, რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე მოიტანონ რეპუტაციული ზიანი. ამასთან გვაქვს საქმე. რამე კავშირი რომ გვქონდეს ქოლ-ცენტრებთან, ხომ გესმით, პირველი დაგვაკავებდნენ. ამ ყველაფერს ასე არ დავტოვებთ. როგორც ახასიათებთ, დაიწყებენ თავისი ტროლ-ბოტებით ათასნაირი ბინძურ კამპანიას დაიწყებენ ჩემს წინააღმდეგ. მე ბევრჯერ მაქვს მაქვს ნათქვამი, რომ ძალიან მძიმე ბრძოლაში ვართ. ბრძოლაში ვართ რუსულ რეჟიმთან, რომელიც უკან არაფერზე არ დაიხევს. მაგრამ პირდაპირ ვეუბნები, რომ მე ამით ვერ გამაჩერებთ, ყველა დანაშაულზე პასუხს გაგებინებთ. ეს დეზინფორმაციები ჩვენ არ შეგვაშინებს, პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საქმეები იყოს ბოლომდე მიყვანილი და თქვენ, ვინც დარწმუნებული ვარ, ახლა მიყურებთ, ჩაჯდეთ ციხეში. ფეხებს ვერ მომჭამთ ძირში, პირდაპირ ეთერში ვიზახი, ფეხებს ვერ მომჭამთ”.- ამბობს ვაშაძე.
კომენტარები