ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ნუ ფილოსოფოსობთ ერთი, თქვენი ჭირიმე რა. რაის ქალაქის განტვირთვა და ჩაფიქრებული პროექტი.
სადღაც ნახეს, რომ შუა ქუჩაში დგას ავტობუსების გაჩერება, უი, რა ლამაზიაო, აიღეს, დახაზეს და გააკეთეს აქ. მერე რაღაც ნიტოდ გამოვიდა და თქვეს, ავტობუსი პირიქით ივლისო.
მერე თქვეს ამ ყველაფრით განიტვირთება ქალაქიო და საწინააღმდეგო მოხდა, შუა ზაფხულში საცობი გაიჩითა იქაც, სადაც არასდროს ყოფილა.
ახლა ამბობენ, ცოტა დროს სჭირდებაო, ხალხი ჩამოვა მანქანებიდან და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდებაო. ჯერ ერთი ეგ არ მოხდება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ეგრე მოხდეს. ახლა რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს კიდევ დაემატოს ხალხი, წარმოგიდგენიათ, რას მივიღებთ ?
ხოდა ბოდვაა ეს ყველაფერი. უბრალოდ აიღეს და შუა ქუჩაში დაამონტაჟეს ავტობუსების გაჩერება.
აი ეს ველოსიპედების ზოლები რა აჩემებაა კიდევ. რით ვერ გადავიდა მოდიდან. რა ვერ გავიგეთ უკვე წლებია, რომ არ გამოვა ამ თბილისისგან ველოსიპედების ქალაქი, თუ არ გჯერათ, ერთი დღე ცადეთ და მიხვდებით.
ახლა ვკამათობდი გაცხარებული. ,,იარე ფეხით” არის ასეთი სლოგანი. მეც მომიწოდებენ, იარე ფეხითო. ვინმემ ამიხსენით – რატომ უნდა ვიარო ფეხით ? ან სად ვიარო ფეხით ?
უკვე გადავედით სრულ სიგიჟეში
,,იარე ფეხით” – ამ ფრაზაში რამე შინაარსს პოულობთ ?
იქნებ ფეხებზე მკიდია ფეხით სიარული”
კომენტარები