დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძემ „იმედის დღის“ ეთერში ამბობს:
„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა. ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა მათ, ვისაც აუცილებლად სჭირდება ის, მათ ისარგებლონ ტრანსპორტით“
“ალია” – შეგახსენებთ, მთავრობა ამბობს, რომ იგი ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციებით მოქმედებს.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა რეგულაციები და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, მაგრამ კონტროლი შეუძლებელია.
გამოდის, საჭიროა მგზავრთა ოდენობის შეზღუდვა, მაგრამ რადგან ვერ ვაკონტროლებს, აღარ შევზღუდავთ!
კომენტარები