წალენჯიხაში პროტესტი მოჰყვა სადღესასწაულო მორთულობის სახით ფერადი ქოლგების ჩამოკიდებას.
რამდენიმე მამაკაცმა ამწე კალათის დახმარებით ჩამოხსნა ორი ფერადი ქოლგა, რომლებიც „წალენჯიხა-ტერენტობასთან” დაკავშირებული სადღესასწაულო დეკორაციის ნაწილი იყო.
როგორც მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქოლგები მერიისგან დაუკითხავად ჩამოხსნეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” ჯგუფის, “ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა.
„ესენი არიან „ალტ-ინფოსთან“ ასოცირებული ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან. ეს არის ერთადერთი ოპოზიციური მუნიციპალიტეტი და ბუნებრივია მათი ეს რეაქციაც… სადღესასწაულო ატრიბუტები ჩვენ ტენდერში გვაქვს შეძენილი და ბოლო წელიწად-ნახევარია სულ ესენი ეფინება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დღესასწაულებზე. ამხელა სახალხო დღესასწაულია და ამ ორ ქოლგაზე საუბარი არის უკიდურესად უხერხული. ქოლგებზე, რომელიც არის უბრალოდ ფერადი“.
მუნიციპალიტეტში დღეს „წალენჯიხა-ტერენტობას“ აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით წალენჯიხის ცენტრში, ღია სივრცეში და პოეტ ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ტერენტი გრანელისადმი მიძღვნილი ღონისძიება ყოველ 10 ოქტომბერს, პოეტის გარდაცვალების დღეს იმართება.
ვიდეოს გამოცემა თაიმერი ავრცელებს:
კომენტარები