საგანგებოდ მოქსოვბილი ხალიჩა გამოუგზავნეს ენმ-ის თავმჯდომარეს და თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ფერეიდანში მცხოვრებმა ქართველებმა, რომელზეც ოპოზიციის ლიდერის პორტრეტია გამოსახული.
„ეს აბრეშუმის ხალიჩა ფერეიდნელმა ქართველმა მამუკამ ფერეიდანში მოაქსოვინა, წამოიღო, დღეს შტაბში გვესტუმრა და მაჩუქა.
ასეთი ძვირფასი საჩუქარი ალბათ არც მიმიღია ცხოვრებაში.
იმიტომ კი არაა ძვირფასი, რადგან აბრეშუმია და ამიტომ ჩემი პორტრეტი საუკუნეებს გაუძლებს, ცხადია არა, რა უნდა იყოს იმაზე ძვირფასი ოთხასი წლის წინ სამშობლოდან იძულებით აყრილი ქართველების შთამომავლების გულში რომ იმკვიდრებ ადგილს და ისინი ასე გულით ცდილობენ შენს მხარდაჭერას, მთელ სიყვარულს და დიდ მხარდაჭერას აქსოვენ აბრეშუმით ნაქსოვ პატარა ხალიჩაში.
მეც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მეძლევა გავიმარჯვო და ჩემი გამარჯვებით გავახარო ჩვენი ფეირეიდნელი ქართველებით“ – წერს ნიკა მელია.
კომენტარები