ჟურნალისტი, გამოცემა “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია:
თაიმერის “აღშფოთებული ტროლები” მწერენ: „რატომ ვერ ხედავთ, რა დღეშია ქალაქი, რატომ არ წერთ, რა სიბიძურეა სადარბაზოებში და ა.შ“ – ეს არის ამონარიდი „თაიმერთან“ მოწერილი ერთ-ერთი წერილიდან.
ერთი მხრივ, აღშფოთება გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, საკითხავია, სადარბაზო, სადაც ცხოვრობ, ანუ სადაც დღეში რამდენჯერმე გიწევთ შესვლა-გასვლა, მერმა უნდა დაგილაგოს?!
ისე, რომ იცოდეთ, ევროპელობა მხოლოდ მაღალი ხელფასები არ არის. დიახ, ევროპელობა, პირველ რიგში, სამოქალაქო პასუხისმგებლობაა, ანუ ის არის, რომ საკუთარი სადარბაზო, თუ ეზო ჩვენ თვითონ უნდა დავალაგოთ და საამისოდ პრეტენზიები ხელისუფლებასთან არ უნდა გვქონდეს!
და კიდევ, ფერუმარილს რომ წაითხაპნით ხოლმე და ნაგვის პარკებს მე-9 სართულიდან ყრით, ეს “სვეცკობა“ ნუ გგონიათ. ან კიდევ ნაგვის “წურწურებიანი” პარკით რომ “მოტასაობთ” და ისეთი “როჟა” გაქვთ თითქოს სხვის ნაგავს ყრიდეთ, ძალიან, ძალიან დიდი სიგოიმეა და ახლა, გინდათ გეწყინოთ და გინდა გაგიხარდეთ ეს სიმართლე!
ისიც სიმართლეა, რომ დამლაგებლისთვის, რომელმაც სადარბაზო უნდა დაგილაგოთ, 50 თეთრს ვერ იმეტებთ და ამ დროს მამალ ბუზს არ ისვამთ.
ასე რომ, სანამ ასე აზროვნებთ, არაფერი გვეშველება! დროა, გაითავისოთ, რომ სადარბაზოც ჩვენი საკუთრებაა და მასაც ისე უნდა მივხედოთ, როგორც სახლს, ამიტომაც, ძონძებო, პრობლემას იქ ნუ ეძებთ, სადაც არ არის!
კომენტარები