“ალიას” ესაუბრება 48 წლის მაია ყელბერაშვილი, რომელსაც ფილტვების 75 პროცენტი დაუზიანდა.
მაია ყელბერაშვილი:
თავდაპირველად ჩემი ოჯახის წევრებს დაუდგინათ კორონავირუსის. სიმართლე გითხრათ, ძალიან ვნერვიულობდი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. მეშინოდა, რომ ჩემ მეუღლეს გაურთულდებოდა, საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. მას შემდეგ, რაც მივხვდი, რომ შესაძლოა, არც ისე სუსტი ფორმით გადამეტანა ვირუსი, კიდევ მეტად დავიწყე ნერვიულობა. სამწუხაროდ, საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საავადმყოფოების მიმართ. არ მაქვს არც ერთი ქრონიკული დაავადება, ამიტომ, ვფიქრობ, რომ სწორედ ნერვიულობის გამო მომერია ვირუსი ასე. მოგვიანებით გამირთულდა სუნთქვა. რომ არა სუნთქვის პრობლემა, არ მინდოდა კლინიკაში გადასვლა, ძალიან მეშინოდა საავადმყოფოში გადაყვანის. არ დავმალავ, ბევრ საავადმყოფოზე ძალიან ბევრი ცუდი ისტორია მაქვს მოსმენილი. ვფიქრობ, გამიმართლა, რომ სწორედ “ნიუ ჰოსპიტალსში”მოვხვდი. მისვლიდან ძალიან მალე, მომეხსნა დაძაბულობა და ნერვიულობა. ავადმყოფი იმასაც კი აკვირდება, როგორ ექცევიან სხვა პაციენტებს ექიმები, ექთნები და სანიტრები. ყველა პაციენტი მოვლილი იყო და ყოველ ჩვენ კითხვას პასუხობდა პერსონალი. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მკურნალ ექიმს, ანა ერაძეს. 8 დღე დავყავი კლინიკაში და რვავე დღე პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა ჩემთანაც და რასაც ვხედავდი, სხვა პაციენტებთანაც. წამით არ მიგრძვნია თავი უყურადღებოდ, დაწვრილებით მეკითხებოდა ყოველ სიმპტომზე, შეგრძნებებზე. პანდემიამდე, ალბათ, ამ 8 დღიდან, ერთი დღე მაინც დაისვენებდა, როგორც ჩანს, ახლა ძალიან იშვიათად აძლევენ დასვენების უფლებას თავს ჩვენი ექიმები.
კლინიკაში შეყვანის დღიდან ჟანგბადდამოკიდებული ვიყავი, თუმცა, მეორე დღიდან უკვე სიმსუბუქე ვიგრძენი და მეხუთე დღიდან კი – შვება. ფილტვების 75 პროცენტი დაზიანებული მქონდა და მართლა სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს. მკურნალობა რომ არ დამეწყო “ნიუს ჰოსპიტალსში”, ფიქრიც არ მინდა იმაზე, რა მომივიდოდა. ჩემი აზრით, გარემოსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თეთრეული მუდამ იცვლებოდა, სისუფთავეს ზედმიწევნით კარგად იცავდნენ. ექიმზე რომ აღარაფერი ვთქვა, ყველა ექთანი თბილად და ყურადღებით გვპასუხობდა. ამანაც განაპირობა, რომ ნერვიულობა მომეხსნა, დავმშვიდდი და ჩემმა გონებამ ანდო ჩემი ჯანმრთელობა ექიმებს – შედეგად, 8 დღიანი მკურნალობის დასრულების შემდეგ, სახლში დავბრუნდი.
ძალიან მადლიერი ვარ ჩემი ექიმის და კლინიკის. მათ, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე შემინარჩუნეს, რწმენა დამიბრუნეს ექიმების და საავადმყოფოების და შეიძლება ითქვას, ჩემი შიში კლინიკებისადმი აშკარად შემცირდა.
და ბოლოს, მინდა ყველას, ვინც საკუთარი თავი ამოიცნო, როცა ამ წერილს კითხულობდა, ვუთხრა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას. მინდა ვურჩიო მათ, არ ინერვიულოთ, მესმის, რთულია, მაგრამ სცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დროულად მიმართოთ ექიმს.
კომენტარები