ბათუმში კორონავირუსს 31 წლის რუსუდან კოკობანიძე ემსხვერპლა.
როგორც კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიანიძე აცხადებს, ქალი კოვიდინფიცირებული იყო და მას საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიარო სახლში 25 ნოემბერს ჩაუტარეს. 27 ნოემბერს კი ის გართულებებით კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს.
უნგიაძის ინფორმაციით, მას თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა, ჰქონდა ძლიერი სუნთქვის უკმარისობა, შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ კი დადგინდა, რომ რუსუდან კოკობინაძეს ჰქონდა ფილტვების მძიმე დაზიანება.
„ფაქტობრივად ფილტვი აღარ იყო“, – განაცხადა ექიმმა.
მისივე ინფორმაციით პაციენტის მდგომარეობა 1, 2 დეკემბერს გაუმჯობესდა, თუმცა დღეს ისევ დამძიმდა და ის თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
წყარო: ბათუმელები
კომენტარები