“ვალი არავის უნდა დაუგროვდეს – ეს პირობა დაცული უნდა იყოს” , – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა, ტელეკოპანიების დავალიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
რაც შეეხება ძველ დავალიანებებს, მინისტრის თქმით, შეთანხმების პროცესი გაიწელა, ვინაიდან ტელეკომპანიებისტვის რთული იყო იმ ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ითხოვდა. ტელეკომპანიების მიერ შეთავაზებული ვადები კი, უწყებისთვის იყო მიუღებელი.
მიხეილ მაჭავარიანის ინფორმაციით, პარლამენტში ის უახლოეს პერიოდში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგება და ტელეკომპანიებთან შეთანხმების ზუსტ პირობებს იქ გააჟღერებს.
“ჩვენ მოვთხოვეთ ყველა ტელევიზიას, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ დაგროვებული ვალი გადაიხადონ და სამომავლოდ არ ხდებოდეს ამ ვალდების დაგროვება. მეორე ნაწილი, იყო თუ რას ვუშვებოდით ძველ ვალებს. ძველ ვალებზე გაიწელა შეთანხმების პროცესი, იმიტომ, რომ მართლა უჭირდათ და ძნელი იყო მათთვის იმ ვადებზე შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, თუმცა ასევე იმათი შემოთავაზებული ვადებიც საკმაოდ გრძელი გვეჩვენება ჩვენ. შემოთავაზებული იყო სხვადსახვა ვადები, მათ შორის 10-მა წელმაც გაიჟღერა. მე პარლამენტში მინისტრის საათი მაქვს, რა დროსაც უკვე მეცოდინება შეთანხმების ზუსტი პირობები და იქ გავაჟღერებ. ინტენსიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მაგრამ, ამავდოულად ის პირობა, რომ ვალი არავის არ უნდა დაუგროვდეს და ეს არ უნდა გენერირდებოდეს, რა საკვირველია ეს პირობა დაცული უნდა იყოს. ფისკალურად ძალიან მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი. ანუ ჩვენ რომ ვნახოთ 2020 წელში რა თანხას ველოდებით, აქედან იმ პირობებში, რომ ყველა კეთილსინდისიერად გადაიხდის, იქნება ძალიან შთამბეჭდავი”
კომენტარები