ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მივიდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.
„მე არ დავარქმევდი, რომ პარლამენტში მისვლას თავი ავარიდე. სულ რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი პრაქტიკულად, შეკითხვებზე პასუხის გაცემას დავუთმე და მანამდე წერილიც კი გავაგზავნე კომიტეტში, რომ გამოვდიოდი „მინისტრის საათზე“ და იქ გავცემდი ყველაფერს პასუხს, თუ რამე დამატებითაც იქნებოდა საჭირო, თანახმა ვიყავი კიდევ მივსულიყავი. პრაქტიკულად, დარბაზი დატოვეს, არც კი იყვნენ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, პასუხი არ აინტერესებდათ, უფრო სწორად მიაჩნიათ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატი ალბათ, იძლევა მეტი სპეკულირების საშუალებას.
მეორე, როდესაც საუბრობენ, რომ ესაა პარლამენტის უპატივცემულობა, გეტყვით, რომ გადახედეთ და მოიკითხეთ ჟურნალისტებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში 4-ჯერ ვიყავი პარლამენტში – გინდათ, ბოლო 6 თვე აიღეთ, გინდათ, 2019 წელი აიღეთ და ნახეთ, ამ კი არა, რომელიმე მოწვევის პარლამენტში ამდენჯერ თუ იყო მინისტრი საქართველოს ისტორიაში? ყველაზე მეტჯერ ვარ მისული სხვადასხვა ფორმატში.
როდესაც სამი დღის წინ ზუსტად იგივე საკითხებზე დეტალურად ვსაუბრობდი, ერთ კითხვასაც არ გისვამენ, დარბაზში არ ჩერდებიან, რომ მოგისმინონ“…
კომენტარები