ფინანსთა სამინისტრო Facebook-სა და Google-ის სისტემაში რეკლამისთვის 7 თვეში 40 000 ლარს დახარჯავს. მომსახურებას უწყება 2021 წლის 31 დეკემბრამდე შეისყიდის.
შესყიდვის საფუძველი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის, 18 მაისს გამოცემული ბრძანებაა.
“დღეის მდგომარეობით, სოციალური ქსელები ინფორმაციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს, ამავდროულად ამ სისტემის მუშაობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოწვევად რჩება ცრუ, არასწორი, არასწორად ინტერპრეტირებული და ა.შ. ინფორმაციის შეუზღუდავად გავრცელება… არასწორი ინფორმაციის გავრცელების წყაროები შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით იყოს, მაშინ, როცა სამინისტროს ოფიციალური პროფილი (კონკრეტული ქსელისთვის) ერთია და რაც არასწორი ინფორმაციის მრავალი წყაროს საპირწონედ, შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს. აღნიშნული პრობლემის დაძლევა შესაძლებელია ამავე ქსელებში მიზნობრივი სარეკლამო კამპანიის წარმოებით”, – აღნიშნულია შესყიდვის პირობებში.
წყარო – მთავარი
კომენტარები