ფინეთის პარლამენტმა რუსეთის საზღვარზე კედლის აშენების ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ინიციატივა ფინეთის პრემიერმა სანა მარინიმ 6 ოქტომბერს მოიწონა და განაცხადა, რომ იდეა კარგია და სერიოზულად უნდა განიხილონ.
როგორც მედია წერს, სასაზღვრო ბარიერი ფინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ყველაზე დატვირთულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამონტაჟდება. მოგვიანებით კი, შესაძლოა ჩრდილოეთის სასაზღვრო პუნქტებთანაც აშენდეს.
გარდა ამისა, ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მზადაა სწრაფად დაიწყოს საპილოტე პროექტი, რომელიც შეიძლება მომავალ ზაფხულს დასრულდეს.
მესაზღვრეების თქმით, კედელი განსაკუთრებით საჭიროა ფართომასშტაბიანი და არალეგალური მიგრაციის გასაკონტროლებლად.
კომენტარები