“ლელო საქართველოსთვის” წევრი ფიქრია ჩიხრაძე:
დაიწყო იმ სკოლის დირექტორების გათავისუფლება, რომლებიც არ აღმოჩნდნენ ხელისუფლების მეხოტბეები და მათ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართულები. გაათავისუფლეს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი, რომელსაც ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. არ მოერიდნენ და გაათავისუფლეს წეროვანის დევნილთა დასახლების სკოლის დირექტორი. წარმოუდგენელი და მოუთმენელია, სკოლას ვხედავდეთ ასე ჩართულს საარჩევნო პროცესში. რაღა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, სკოლის მასწავლებლებს, როგორ უნდა ასწავლონ მათ მოსწავლეებს თავისუფლება, როდესაც თვითონ მათ ხელისუფლების წარმომადგენლები არ უტოვებენ ფუნდამენტურ უფლებას-არჩევანის თავისუფლებას. მივმართავ ხელისუფლებას, წინასაარჩევნო პერიოდში განათლების სისტემაში, საკადრო ცვლილებებზე მორატორიუმი გამოცხადდეს. რადგან ეს არის ზემოქმედების ინსტრუმენტი იმ უზარმაზარ არმიაზე, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებზე, რომ ისინი უპირობოდ გახდნენ ხელისუფლების მხარდამჭერები. და ეს ასე რომ არ არის, სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს სადამსჯელო ღონისძიებები ხელისუფლების მხრიდან.
კომენტარები