მალხაზ მაჩალიკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღევანდელი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს სულ სხვა მიმართულებით, ხან ფოტოგრაფი, ხან ამირხანაშვილი ახვლედიანი, თუ 112 ზარი და ასე შემდეგ…
ეს მიზან მიმართულებით ხდება, ისიც კი აწყობთ რომ საზოგადოებამ იფიქროს უნიათოეები და შტერები არიან ქოცები – არა ბატონებო ჭკვიანი ბოროტები არიან ერთი ადამიანის პაიკები, ჟარგონით რომ ვთქვა “შნირები”.
ამ ყურადღების აქეთ-იქეთ გადატანა-გადმოტანაში ჟურნალისტები უფრო და ბევრად გამოცდილები აღმოჩნდნენ ყოჩაღ და გამარჯვება თქვენ ღირსეულ მედიას თუ გაზეთის რედაქტორებს.
იმდენი დანაშაული ჩაიდინეს მთელი ჟურნალისტობა იძულებული გახადეს გამომძიებებლის როლიც შეასრულონ და კარგადაც გამოსდით.
ხელისუფლებაში საქმის დამლაგებლებმა იმდენად გაფუჭა, ბოლოს შაქარაშვილის საქმე სატვირთო თეთრი მანქანით მივიდნენ ივანიშვილის ბერას ჭიშკრებამდის…
ეს თეთრი სატვირთო მანქანა გავლენიან პირებს რატო დასჭირდათ ეგრეთ წოდებული საქმის დამლაგებლებს, ამას გიჟი მიხვდება.
მოდით მივადგეთ იქ საიდანაც საქმის გაფუჭების სათავეს იღებს ეს იმ ერთი ოჯახის ტრაგედია არ არის ეს ქვეყნის ტრაგედია არის, ეს ის არის რასაც დღემდე ვებრძვი, მართალია ოჯახი დუმს და ფიქრობენ მათი საქმეში ჩარევის უფლება არავის აქვს.
უფლება გვაქვს როცა სახელმწიფო სახელისუფლებო ორგანოები აშკარად აყალიბებენ და იტყუება როცა ხელისუფლება მომსახურეობის ზონიდან გადის და საქმის დამლაგებლებს ავალებენ მოაგვარონ ისა თუ ეს საქმე ისე რომ ღირსებას და კაცობას ადგილი არ ქონდეს და გახრწნილი ქართული ოცნებაც გადარჩეს. ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ სამწუხაროდ.”
კომენტარები