ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
„ვინმე ღვთისნიერმა გამაგებინეთ პრემიერ მინისტრის განცხადებები რას ემსახურება. როცა ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი კომენტარს აკეთებს ასეთ თემაზე, რაღაც მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? მისი დღევანდელი ნაქვამი რა ამოცანის გადაჭრას ემსახურება? ამ დღეს, როცა ცნობილი გახდა იმ არაადამიანური დანაშაულებების შესახებ, რაც რუსებმა ჩაიდინეს ბუჩაში, ირპენში და სხვა ქალაქებში საქართველოსთვის სასარგებლო რა შედეგის დადგომას შეიძლება ვარაუდობდე ქვეყნის პირველი პირი, როცა შენს განცხადებაში სიტყვა არ მოგიბრუნდა დაგმო ეს სიმხეცე რაზეც მთელი მსოფლიო საუბრობს? როცა ცივილიზებულ სამყაროში ლამის ერთადერთი სახელმწიფოს ლიდერი ხარ, რომელიც მაინცდამაინც ამ დღეს ურტყამ უკრაინას და დასავლეთს, ლანძღავ არა აგრესორს და სიმხეცის ჩამდენს, არამედ იმათ, ვინც ეხმარება ამ ქვეყანას აგრესიის მოგერიებაში, ამას რამიზანი აქვს? დებილი უნდა იყო, დღეს, რომ ვერ ხედავდე, დასავლეთის დახმარება რომ არა, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციები, უკრაინის სახელნმწიფო ან უკვე აღარ იარსებებდა ან ბევრად უარეს დღეში აღმოჩნდებოდა. გასაგები იქნებოდა ჩვენს პრემიერს რომ ეთქვა, უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო, უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოუჩინონ უკრიანასო, მაგრამ რაც ითქვა იმის მიზანი რა იყო, სრულიად გაუგებარია . ფიქრობთ ასეთი გზით რუსეთს გულს მოულბობთ და პუტინი მოწყალე თვალით გადმოგხედავთ? მართლა ასეთი ერთუჯრედიანი გათვლა გაქვთ ? თუ ვერ ბედავთ სიმართლის თქმას, რათა რუსეთის მხრიდან რაიმე რეაქცია არ მიიღოთ, არ ჯობია კაცო საერთოდ გაჩერდეთ, ასეთი თავლაფდასხმული პოზიცია არ გამოხატოთ და დამპყრობლის, აგრესორის, მშვიდობიანი მოსახლეობის დამხოცი რუსების გარდა ლამის მთელი მსოფლიო არ დაადანაშაუოთ ომის მიმდინარეობაში? თან მენტალურად ძალიან მძიმედ უნდა იყო, მაინცდამაინც ამ დღეს, როცა უკრაინამ გაწმინდა კიევის და ჩერნიგოვის ოლქები, რუსებს კი მოუწიათ ჩერნობილის დატოვებაც, დაჩაგრული უწოდო უკრაინელებს. აი ძალიან, უსაშველოდ არაადაექვატური უნდა იყო! ან იმის მიზანი რა არის, შენი განცხადებით იმათ დაუპირისპირდე ვისაც, ღმერთმა დაიფაროს და რამე გაგვიჭირდეს, უნდა მივმართოთ დახმარებისთვის? ეს ქვეყნის ინტერესებშია? აზრი გამაგებინოს ვინმემ რას და რატომ შვებიან.“
კომენტარები